კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა, 34 – თბილისში

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში, 34 – თბილისში.

მისივე ინფორმაციით ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე 18 პაციენტია, აქედან 8 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

„რაც შეეხება გადანაწილებას რეგიონების მიხედვით, კვლავ ლიდერობს აჭარა, 164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში შედარებით მცირე, 34 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში 22 შემთხვევა გვაქვს, აქედან 15 ქუთაისია, 3 – წყალტუბო, თერჯოლა და საჩხერეში თითო პაციენტია ახალი კოვიდინფიცირებული, ბაღდათში 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ 15 ახალი შემთხვევა, გორში-1, მარნეულში-1, მცხეთაში-1, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულია 5 შემთხვევა“,-განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა.