კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევიდან 1 863 თბილისში დადასტურდა

დღეს საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 863 გამოვლინდა, აჭარაში – 664, იმერეთში – 648.

რაც შეეხება სხვა რეგიონებში: ქვემო ქართლში 319 ახალი შემთხვევაა, შიდა ქართლში – 259, გურიაში – 102, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 385, კახეთში – 280, მცხეთა-მთიანეთში – 128, სამცხე-ჯავახეთში – 89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი – 43.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია -123 470
  • გამოჯანმრთელებულია – 102 270
  • გარდაცვლილია – 1 161
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 114
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 863
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 251
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი