კრამერი: ნიკა მელია უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი ამბობს, რომ გიორგი რურუა და ნიკა მელია უნდა გათავისუფლდნენ.

მისივე განცხადებით, დასავლეთიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს.

“მე არ წარმოვადგენ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. არ წარმოვადგენ არცერთ პარტიას საქართველოში. არ ვარ დარწმუნებული, რომ საერთოდ შევხვედრივარ ბატონ მელიას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისმა დაპატიმრებამ ჩიხი გადააქცია კრიზისად. არ მესმის, როგორ შეიძლება გადაჭრა კრიზისი ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის, როცა წამყვანი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის.

მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი და ეს არის ბატონი მელიას გათავისუფლება. ბატონი რურუაც უნდა გათავისუფლდეს, რადგან ეს უნდა გაკეთებულიყო იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მიღწეული იყო წელიწადზე ცოტა მეტი ხნის წინ.
ბატონი მელია მთავარ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს. ის უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ვფიქრობ, ბატონი მელიას გათავისუფლების გარეშე, დასავლეთიდან ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და უნდა გაძლიერდეს ზეწოლა ხელისუფლებაზე“.