კრისტიან ერიქსენი გადარჩა – მდგომარეობა სტაბილურია

დანიის საფეხბურთო ნაკრებისა და მილანის ინტერის ერთ-ერთი ლიდერის, კრისტიან ერიქსენის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“ერიქსენი გონზეა, ექიმები სიტუაციას ოპტიმისტურად აფასებენ” – განაცხადა მილანის ინტერის დირექტორმა მედიკოსებთან გასაუბრების შემდეგ.

ცოტახნის წინ ევროპის ჩემპიონატზე, დანია-ფინეთის მატჩზე კრისტიან ერიქსენს გულის შეტევა დაემართა. პირველი ტაიმის, ბოლო წუთზე ერიქსენმა გადაცემა გააკეთა და მოულოდნელად დაეცა. მას ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და საავადმყოფოში გადაიყვანეს.  სტადიონიდან გაყვანისას ერიქსენი გონზე იყო.

მატჩი დროებით გადაიდო.