კულუმბეგოვი კოვიდზე: 55-75 წლის ასაკში სიკვდილის რისკი 1300-ჯერ მეტია, ვიდრე 17 წლამდე პირებში

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი წერს, რომ საქართველოში 55 წელს ზემოთ მცხორები მილიონი ადამიანიდან ვაქცინით მხოლოდ 2.5% აიცრა, რაც, მისი შეფასებით, საშიში სტატისტიკაა.

„ამ დრომდე, ქვეყანაში შემოვიდა 57 ათასი ადამიანისთვის საკმარისი ვაქცინა. დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 28 ათასამდე პირი, ანუ გამოუყენებლია 29 ათასი ვაქცინის დოზა. ასტრაზენეკა/ოქსფორდის ვაქცინა ნებადართულია 55 წლის ასაკის ზემოთ საქართველოს მოსახლეობისთვის.

არსებული მონაცემებით, საქართველოში >55 წელი 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის აცრა მხოლოდ 2.5%- მა გაიკეთა ეს კი ძალიან საშიში სტატისტიკაა! > 55-75 წლის ასაკში კოვიდ-19-ით სიკვდილობის რისკი 1 300 ჯერ მეტია 17 წლამდე ასაკის პოპულაციასთან შედარებით, >75 წლიდან კი 3200 ჯერ იზრდება, ხოლო >85 წლიდან 8700 ჯერ. ჩავიტაროთ ვაქცინაცია და გადავარჩინოთ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანების სიცოცხლე“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი Facebook–ზე.