ლანჩხუთში კორონავირუსი 2 წლის ბავშვსა და 12 წლის მოსწავლეს დაუდგინდათ

ლანჩხუთში კორონავირუსი 2 წლის ბავშვს და 12 წლის სკოლის მოსწავლეს დაუდასტურდა. ინფორმაცია გურიის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა “ფორმულას” მიაწოდა.

მისი განცხადებით, არასრულწლოვანი სოფელ ბახვში იმყოფებოდა სტუმრად, რის შემდეგაც მას COVID-19 აღმოაჩნდა.

დღეს კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.