ლარი კვლავ გამყარდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 17 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი ისევ გამყარდა. აშშ დოლართან მიმართებით გამყარებამ 0.70 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1587 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 6.7 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ფასი 3.7686 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.