ლევან ვარშალომიძის მამა კლინიკაში ინსულტით შეიყვანეს და COVID19-ით გარდაიცვალა

“ნაციონალური მოძრაობიდან” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ვარშალომიძის მამა კლინიკაში ინსულტით შეიყვანეს და COVID19-ით გარდაიცვალა

გურამ ვარშალომიძე კლინიკა “მედცენტრში” 25 დღის წინ ინსულტის ნიშნებით მოათავსევს თუმცა საავადმყოფოში მიყვანიდან 10 დღის შემდეგ, გურამ ვარშალომიძე ექიმმა დააინფიცირა და კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი” ავრცელებს.

როგორც ცნობილია, გურამ ვარშალომიძე კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით არ შეუყვანიათ.

გუშინ 15 ოქრომბერს, ბათუმში სასტუმრო “ლეგენდაში” 41 წლის უსიმპტომო პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცლილს მედპერსონალის მხრიდან სათანადო ყურადღება არ ჰქონდა. მას შემდეგ რაც მეგობარი ინფიცირებულთან კონტაქტზე ვერ გავიდა დაუკავშირდა სასტუმროს მენეჯმენტს და მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვა, რომ პაციენტი რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო.