ლილო მოლის მეწილემ, რომელიც ქართული ოცნების შემომწირველია, სასტუმრო ბიუჯეტის ფულით ააშენა-ფორმულა

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ლილო მოლის ერთერთმა მეწილემ, გიორგი გაგუამ საგურამოში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო – სევსამორა ბიუჯეტის ფულით ააშენა.

მსხვილი ბიზნესმენი აწარმოე საქართველოს ბენეფიციარია, იმ პროგრამის, რომელმაც ხელი დამწყებ, მცირე და საშუალო ბიზნესს უნდა შეუწყოს. სევსამორა საგურამო – აწარმოე საქართველოდან 350 000 ლარამდე თანხით დაფინანსდა.

გაგუას სახელზე ლილო მოლის სოლიდური წილის გარდა, კიდევ 19 კომპანია ირიცხება. გარდა ამისა, გაგუა ქართული ოცნების შემომწირველიც არის.

შპს ლილოს ოფიციალურად კიდევ 14 მეწილე ჰყავს. მათი თითქმის სრული უმრავლესობა, მმართველი პარტიის მსხვილი შემწირველები არიან და ჯამურად ქართული ოცნებისთვის მილიონზე მეტი აქვთ ჩარიცხული.

ეკონომიკის სამინისტროდან პასუხი, თუ რატომ მოხდა მსხვილი ბიზნესმენის დაფინანსება შაბათის ფორმულას ვერ მიიღო.