მაგარი საყურებული იქნებოდა, მე და განკაცებული ბურჯანაძე – ვოლსკი ბურჯანაძეს პასუხობს

“მაგარი საყურებული იქნებოდა, მე და განკაცებული ბურჯანაძე “– ასე პასუხობს, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძეს, რომელმაც თქვა: „გია ვოლსკი საცემია დღევანდელი განცხადებისთვის, კაცი რომ ვიყო, ვცემდი“.  ამის შესახებ ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი გია ვოლსკი პარლამენტის “კარტოგრაფების საქმეზე” ბრალდებული ივერი მელაშვილის მიმართ ტექნიკის მაღაზიაში განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

„გასაგებია საზოგადოების გაღიზიანება, დამოკიდებულება, ემოციების შეჯახება დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით. თვალსაჩინოა – ადამიანები, მიწათამზომველები არიან თუ არ არიან სპეციალისტები და გარკვეულ ოქმებზე მოაწერეს ხელი, საზოგადოებას უნდა წარუდგინო და ხშირად ატარო თავშეყრის ადგილებში, იქნებ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს, იქნებ ვინმემ აგრესია გამოხატოს. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნა ისეთი, როგორსაც ისინი ელოდებიან, იქნებ, მერე ეს საზოგადოების სასამართლოზე ზეწოლას დააბრალონ – ეს ტაქტიკა იმდენად ადვილად იგრძნობა და იშიფრება, რომ ამაზე საუბარიც კი აღარ იყო საჭირო”,-განაცხადა ვოლსკიმ.