მათი სიის პირველ ნომერზე გამახსენდა – “აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება” – ოხანაშვილი ენმ-ზე

ქართული ოცნების დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ენმ-ძალა ერთობაშიას სიის პირველ ნომერზე, ბუბა კიკაბიძეზე მისი სიმღერის ფრაზა “აი, ასე ვიაროთ, მთელი ცხოვრება” – გაახსენდა.

მისი თქმით, ენმ იმ სვლით მიდს, როგორც ხელისუფალებაში ყოფნის პერიოდში მიდიოდა.

“პირველი, რაც მათი სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით გამახსენდა, ეს არის ცნობილი – “აი, ასე ვიაროთ მთელი ცხოვრება”. ნაციონალური მოძრაობა არ ცვლის თავის დევიზს – იარონ იმ სვლით, როგორც მიდიოდნენ 9 წელი”,- ამბობს ოხანაშვილი.

მისივე თქმით, სწორედ ამას გამოხატავს სიმბოლურად ის ფაქტი, რომ ცნობილი სიმღერის შემსრულებელი სიაში ჰყავთ ჩასმული.

„შესაბამისად, ეს მიუთითებს იმაზე, თუ რა ჯგუფთან გვაქვს ჩვენ საქმე, რამდენად არაფრის მომცემი უშინაარსო, უსაგნო საარჩევნო კამპანიას წარმართავენ ისინი. რაც მთავარია, ძალადობა პროვოკაციები არის მათი მთავარი დღის წესრიგი. ეს სიის პირველი ნომერი გამოხატავს ზუსტად იმას, როგორც მართეს მათ ქვეყანა 9 წლის განმავლობაში, სურთ იგივე ხელწერით შეძლონ ხელისუფლებაში მოსვლა თუ გაუვათ, თუმცა, ამას “ქართულმა ოცნებამ” ერთხელ 2012-ში და ამის შემდგომ არაერთგზის დაუსვა წერტილი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის ბლოკმა გუშინ პარტიული სია წარადგინა. პირველი ნომერი მომღერალი ბუბა კიკაბიძეა.

.