მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოვიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.მაიკ პომპეო პოსტს ტოვებს და ეს მისი ბოლო ტურნეა. პოლიტიკური თანამდებობის პირებთან სახელმწიფო მდივნის შეხვედრები ხვალ გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში პომპეო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პატრიარქ ილია მეორეს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს შეხვდება, “რათა მათგან მოისმინოს მოსაზრებები კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის განხორციელების პროცესის და ადამიანის და ეკონომიკური უფლებების დაცვის შესახებ”.