მამა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია ისევ სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე – რას წერს თემურ წიკლაურის ქალიშვილი და რა თხოვნით მიმართავს საზოგადოებას

“მამა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია ისევ სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე”- მომ­ღე­რალ თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგომარეობის შესახებ, სოციალურ ქსელში მომღერალის ქალიშვილი, ქეთი წიკლაური წერს და საზოგადოებას თხოვნით მიმართავს.

“ჩემო ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო! მე მეს­მის თქვე­ნი ყვე­ლა­სი ინ­ტე­რე­სი მა­მას მდგო­მა­რე­ო­ბასთნ და­კავ­ში­რე­ბით და ჩვე­ნი ოჯა­ხის გან­საც­დე­ლის ასე გულ­თან ახ­ლოს მი­ტა­ნი­სათ­ვის თქვენ თი­თო­ე­ულს უღ­რმე­სი მად­ლო­ბა. მე ყო­ველ­დღი­უ­რად ვხე­დავ და ვგრძნობ ამას და მად­ლო­ბე­ლი ვარ თქვე­ნი ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი­სათ­ვის და გვერ­დში დგო­მი­სათ­ვის. მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა დღეს, რომ გი­თხრათ უკვე ჩემი სი­ტყვე­ბით და არა ჩემი შვი­ლის­გან გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სით შემ­დე­გი:უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, ნუ მი­ი­ღებთ აბ­სო­ლუ­ტურ სი­მარ­თლედ ასე­თი ტი­პის სტა­ტუ­სებს! პირ­და­პირ ვი­ტყვი – ჩემ­თვის უზ­ნე­ოს და არა­ე­თი­კურს!!! ვი­ნა­ი­დან ერთი სი­ტყვი­თაც არ შე­უ­კი­თხავთ არა­ვის და არ შემ­ხმი­ა­ნე­ბია არც ერთი “ჟურ­ნა­ლის­ტი” ამ სა­ი­ტი­დან, რომ ასე მარ­ჯვეთ და დი­დის სა­სი­ხა­რუ­ლო და­დას­ტუ­რე­ბით და­ე­დოთ აქ ეს ინ­ფორ­მა­ცია. ექი­მებ­თან სა­უბ­რი­და­ნაც ვიცი, რომ მათ არა­ვის­თვის არ მი­უ­ცი­ათ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია (ჩემი თან­ხმო­ბის გა­რე­შე და ჩვე­ნი ოჯა­ხის სურ­ვი­ლის გა­რე­შე ისი­ნიც კი ვერ ბე­და­ვენ ვე­რა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მას). აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გთხოვთ, ნუ და­ი­ჯე­რებთ ინ­ტერ­ნეტ-სტა­ტუ­სე­ბის ჟი­ვილ-ხი­ვილს ანდა ცოტა ხანი მა­ინც შე­ჩერ­დით თქვენს მწუ­ხა­რე­ბა­სა თუ სი­ხა­რულ­ში, სა­ნამ არ და­დას­ტურ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის აუ­თენ­ტუ­რო­ბა. ნუთუ 2 კვი­რის წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი აშ­კა­რა მა­გა­ლი­თი არ იყო იმი­სა, თუ რო­გორ უნდა აღიქ­ვა და გა­ფილტრო ინ­ტერ­ნეტ­ში ინ­ფორ­მა­ცია?!

რო­დე­საც სა­ჭი­როდ ჩავ­თვლი, მე თვი­თონ გაც­ნონ­ბებთ, ღმერ­თის წყა­ლო­ბით სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას. ნუ მი­ლო­ცავთ იმას, რაც არ იცით, რომ სი­მარ­თლეა, ზუს­ტად ისე­ვე­ნა­ი­რად, რო­გორ მა­შინ მი­სამ­ძიმ­რებ­დით! თუ ჩემ­თან არ გე­ბა­დე­ბათ ის თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ჭი­რო შე­კი­თხვა – ქეთი მამა რო­გო­რაა, რომ და­ე­ლო­დოთ ჩემს პა­სუხს და ეგ­რე­ვე მო­ლოც­ვე­ბით მა­ხა­რებთ, – ხომ არ ჯო­ბია მა­შინ ჯერ იმათ­თან გა­და­ა­მოწ­მოთ, სა­დაც ამო­ი­კი­თხეთ ეს სი­ახ­ლე, პი­რად­ში მი­წე­რეთ მათ და შე­ე­კი­თხეთ, სა­ი­დან იცი­ან და ვინ მო­ა­წო­და ეს ინ­ფორ­მა­ცია და ნამ­დვი­ლად სი­მარ­თლეა თუ არა? და მერე კი­დევ ცოტა ხანი და­ე­ლო­დეთ…. აბა კი­დევ რას და­წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­ში… გარ­წმუ­ნებთ, ჩემ­ზე მე­ტად არ გენ­დო­მე­ბათ, მამა რომ კარ­გად იყოს. ამ­ჟა­მად მამა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია ისევ, სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე. გმად­ლობთ”, – წერს ქეთი წიკ­ლა­უ­რი.