მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით მევახშეობა კანონით დასჯადი გახდეს

პოლიტიკური პარტია ლელოს ლიდერი და თიბისი ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე მევახშეობის კანონით დასჯის ინიციატივით გამოდის. TV პირველის ეთერში  მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ეს საქმიანობა არალეგალურიცაა.

“მე ხშირად მამკობენ სიტყვა მევახშით. მე მინდა მოსახლეობას განვუმარტო სიტყვა მევახშე რას ნიშნავს. ქართული განმარტებითი ლექსიკონით მევახშე ნიშნავს, კერძო პირს, რომელიც მეორე პირს თანხას სესხულობს და ამით სარგებელს ნახულობს. ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით, რომ მსგავსი საქმიანობა, რომელიც არალეგალურია იქნას კანონით დასჯადი”, — განაცხადა ხაზარაძემ.