მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა – იოსელიანი ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება “ქართული ოცნების“ მიმართ ბოლო გაფრთხილება იყო, მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა – მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა, – ეს განცხადება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

“სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო შემდეგი: – პრივილეგია ბოლოჯერ მოგეცით და ამის შემდეგ ასეთი რამ აღარ იქნება! მან “ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსი მისცა. ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პარლამენტის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება სწორი გადაწყვეტილება არ იყო. პრეზიდენტის განცხადება ადასტურებს, რომ ის ასე მარტივად, ასეთ ცვლილებებს “ქართულ ოცნებას“ აღარ გაუტარებს. აღნიშნული კანონის მიღება ლოგიკაში არ ჯდებოდა, მით უფრო ახლა, როცა შერიგების, ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლის და შარლ მიშელის დოკუმენტის რეალიზაციის კონტექსტში ვიმყოფებით“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა“ კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა.