მარნეულის საველე ჰოსპიტალმა ფუნქციონირება შეწყვიტა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მარნეულში განთავსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 100 პაციენტზე გათვლილმა საველე ჰოსპიტალმა ფუნქციონირება იმიტომ შეწყვეტა, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ “ჯეო ჰოსპიტალში” კარანტინის რეჟიმი მოხსნილია. კლინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება.

,,საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან – დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა გაიარა”, – აცხადებს უწყება.