მარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით ოჯახის 3 წევრი გარდაიცვალა

მარნეულში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად, ოჯახის 3 წევრი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის მცირეწლოვანიც.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.