მარნეულში ჩვენს ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ და კამერა დაუმტვრიეს – პირველი არხი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მარნეულში მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, დაამტვრიეს კამერა.

მარნეულში თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელსაც. ტელევიზიის ცნობით, მათ ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი.