მაშველებმა ბათუმში ახალგაზარდა ქალი და მისი ძაღლი გადაარჩინეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ბათუმში ზღვის ნაპირზე შემორჩენილი ახალგაზრდა ქალი და მისი ძაღლი გადაარჩინეს.

,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში, ზღვის ნაპირზე ბეტონის ფილაზე მოქალაქე ძაღლთან ერთად იყო შემორჩენილი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უმოკლეს დროში გამოცხადდნენ და ახალგაზრდა ქალი, ოთხფეხა მეგობართან ერთად, უსაფრთხო ადგილზე სპეციალური აღჭურვილობის მეშვეობით უვნებლად ამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება”,- წერს უწყება.