მელიას ალბათ შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, როცა სხვას არავის უწყვეტენ – ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ქართულ ოცნებას მისი დაპატიმრებისთვის უფლებამოსილების კიდევ ერთხელ შეწყვეტა მოუწევს, რაც მათ სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენებს.

„თავისთავად, გირაოს გადახდაც ალტერნატიული ღონისძიებაა, ის არ არის სავალდებულო. ანუ, ადამიანი თავად გადაწყვეტს გირაო გადაიხადოს თუ არა, ან შეიძლება სულ ვერ გადაიხადოს, შესაძლებლობა არ ჰქონდეს ადამიანს და ვერ გადაიხადოს. ამიტომ, ამ, თვალსაზრისით სავალდებულო ღონისძიება არ არის. ეს არის ალტერნატივა, რომელსაც სასამართლო ადამიანს აძლევს. ადამიანი თავად იღებს გადაწყვეტილებას შემდეგ, რა გზით წავიდეს პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორც ჩანს, არსებობს, რაღაც გათვლა, რომელსაც ეფუძნება ნიკა მელიას ვარაუდი და ის ფიქრობს, რომ თუ ხელისუფლება გაბედავს და დააპატიმრებს ადამიანს, რომელიც ამ წუთას პარლამენტის წევრია..

სხვათაშორის ეს ძალიან საინტერესო და სასაცილო იქნება, პარლამენტის წევრის დაპატიმრების უფლება არ აქვთ. ალბათ, როგორც წინათ შეუწყვიტეს მელიას უფლებამოსილება, ახლაც ასე უნდა შეუწყვიტონ. ანუ, მელიას ინდივიდუალურად შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, მაშინ, როცა სხვას, არავის უწყვეტენ. ეს არის ზუსტად ის, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ მორიგ ჯერზე სასაცილო მდგომარეობაში უნდა იყოს „ქართული ოცნება“, შეცდომას შეცდომაზე უნდა უშვებდეს“, – განაცხადა ხიდაშელმა პალიტრანიუსის ეთერში.