მელია იძახდა არ გადავიხდიო და გადაიხადა – ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოზე

“მელია იძახდა არ გადავიხდიო და გადაიხადა”- ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, ევროკავშირის მიერ, ენმ-ის თავჯდომარისთვის გადახდილ გირაოს. ყაველაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გადახდილი გირაო არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი მას პოლიტიკურ პატიმრად აღიარებს.

“რომ გამოდიხარ და იჩემებ, რომ ლიდერი ხარ, პასუხისმგებელი ხარ რაღაცაზე და იძახი, რომ ვერ დამიჭერენ – დაიჭირეს, არ გადავიხდი – გადაიხადა. რა მნშვნელობა აქვს [ვინ გადაიხადა]. თუ ვთანხმდები გირაოს დიდ მადლობას გადავუხდიდი ევროკავშირსა და ჩემი, ჩემი პარტიის შესაძლებლობით დავთანხმდებოდი და სხვა რამეზე გავაკეთებდი აქცენტს. ესეც მიუღებელია, რატომ აკეთებს, რომ თითქოს ამ გირაოს გადახდით შეიძლება პოლიტპატიმრად აღიაროს? მაშინ ევროკავშირმა უნდა თქვას, რომ ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და მის მაგივრად მე ვიხდი გირაოს – ეს არ თქმულა”, – ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.