მესტიაში, სოფელ ლატალის მიმდებარედ ტყეში ხანძარია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიის სოფელ ლატალის მიმდებარედ წიწვოვან ტყეში ხანძარია.

უწყების ცნობით, ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

“რთული რელიეფის მიუხედავად, ხანძრის კერებთან სახანძრო ტექნიკის მიყვანა მოხერხდა და დაიწყო ქრობის სამუშაოები”,– წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.