ვნანობ რომ ასე ღრმად შევტოპეთ ამ ტალახის სროლაში – ალეკო ელისაშვილი

“მეტისმეტი მოგვდის და ძალიან ღრმად შევტოპეთ ამ ტალახის სროლაში “- ეს განცხადება პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია “პირველის ეთერში გააკეთა.

“დარწმუნებული ვარ ყველას უკვე გული ერევა ოპოზიციაში აი იმ ჭუჭყზე რაც გვაქვს გაჩაღებული  მეც ეს დღეები ვფიქრობ რომ მეტისმეტი მოგვდის და ძაან შევტოპეთ ამ ტალახის სროლაში მეც შევტოპე ეგეთი ხასიათი მაქ და ვნანობ რომ ასე ღრმად წავედით და სინამდვილეში დაგვავიწყდა მთავარი, რისთვისაც აგვირჩიეს რისთვისაც ხმა მოგვცეს და რისთვისაც უნდა ვირჯებოდეთ პოლიტიკოსები ეს არის ეს გაჭირვებული ქვეყანა.”- განაცხადა ელისაშვილმა.