მე არ ვარ პოლიტიკოსი, მინდა ვიყო ადამიანების იმედი – ნანუკა ჟორჟოლიანის პირველი კომენტარი მაჟორიტარად დასახელების შემდეგ

“მე არ ვარ პოლიტიკოსი მინდა, ვიყო ადამიანების იმედი”- ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, “ძალა ერთობაშიამ”  სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა. ტელეწამყვანის პირველ კომენტარს მაჟორიტარად დასახელების შემდეგ “მთავარი” ავრცელებს.

“დიახ, გადავწყვიტე ეს გამოწვევა მივიღო. ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია. მაგრამ იქნება საინტერესო და ჩემი ერთადერთი მიზანია შევქმნა ახალი კამპანია.მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მინდა ის გავხდე, მე მინდა, ვიყო ადამიანების იმედი, როგორც აქამდე ვიყავი” – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმკა “მთავართან’.