მე აღარა ვარ ის მიშა, 7 წელი საკმარისი იყო დაფიქრებისთვის, მოჯდომისთვის – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანას სჭირდება სისტემა, რომელიც არავის ერთპიროვნულ მმართველობას არ დაუშვებს. როგორც სააკაშვილი განმარტავს, ერთპიროვნულ მმართველში საკუთარ თავს არ გულისხმობს.

მისი თქმით, უყვარს ოპონენტების განცვიფრება, ამიტომ ისინი თუ ფიქრობენ, რომ საშინელება მოხდება, ყველაფერი პირიქით იქნება.

“იმიტომ რომ მე აღარა ვარ ის მიშა, რომელიც ვიყავი. ეს კარგიაცაა და ცუდიც, მაგრამ რაღაც გაგებით კარგია, იმიტომ რომ 7 წელი საკმარისი იყო დაფიქრებისთვის, გადაფასებისთვის, მოჯომისთვის გარკვეულწილად, არ მინდა ვთქვა – დაბრძენებისთვის, არც ისეთი ბებერი არავარ, რაღაც სახის გამოცდილების სწორად გასააზრებლად. ამიტომ, ჩემი აზრით, ახლა მთავარი არის გახსნილობა და ყველა სხვადასხვა აზრის ინტეგრირება და კონსოლიდაცია”,– ამბობს სააკაშვილი ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, ნაციონალურმა მოძრაობამ და “ძალა ერთობაშიამ” სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა.