მე ვარ მიშას მიმხმარე და თანაშემწე – გუბაზ სანიკიძე

“მე ვარ მიშას თანაშემწე და მიმხმარე, სააკაშვილი არის სრულყოფილი პოლიტიკოსი” –  ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით მიხეილ სააკაშვილი სრულყოფილი პოლიტიკოსია რადგან უნახავს როგორც გამარჯვება, ასევე დამარცხება დ მიუხედავად ამისა ფეხზე დგას და  არ გაქრა.

“მე ვარ მიშას თანაშემწე და მიმხმარე, ახლა. იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ სააკაშვილს აქვს ის ენერგია, ის ნიჭი, ის გამოცდილება, ცუდი და კარგი, ორივე. სააკაშვილი არის სრულყოფილი პოლიტიკოსი. გამარჯვებაც უნახავს და დამარცხებაც, მაგრამ მაინც ფეხზე დარჩა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, პოლიტიკური ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობა, პირველად საქართველოს ისტორიაში, მმართველი პარტიაა, რომელიც დამარცხდა და არ გაქრა. პირიქით, რეალური შანსები აქვს ხელისუფლებაში მოსასვლელად”, – თქვა სანიკიძემ.