“არ ვიცი, რა მიდგომაა, “კაცი, კაცი“ წამოძახება, თითქოს კაცები ნაკლებად წარმოადგენენ ქალებს! ეს რომელ წიგნში ამოიკითხეთ?! მე ვარ შავგვრემანი, ქიზიყელი კაცი. რას ფიქრობთ, მე მარტო შავგვრემანებს, ქიზიყელებს და კაცებს წარმოვადგენ?!“ რა თქმა უნდა, მე ქალებსაც წარმოვადგენ! წარმოვადგენ ყველას – მე გახლავართ ქალიშვილის მამა.

ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, ვინც გენდერული კვოტირების ნორმა შემოიღო, “ქართული ოცნებაა“. მიზანი არის ქალთა უკეთესი წარმომადგებლობა საკრებულოებში. დღევანდელი მდგომარეობით, საკრებულოებში 13% ქალია. კვოტა – ყოველი მეორე, უზრუნველყოფდა იმას, რომ 13%, 20%-მდე გაზრდილიყო. გენდერული კვოტირების ყოველი მესამეთი შეცლით, მათემატიკურად არაფერი იცვლება და ზუსტად იგივე რჩება – ასევე მინიმუმ 20% იქნება წარმოდგენილი“

განაცხადა უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპიაშვილმა ქალთა კვოტირებაზე საუბრისას.