მზად ვართ, განვაახლოთ ფრენები – Wizz Air

ავიაკომპანია WizzAir აცხადებს, რომ ფრენების გასაახლებლად მზად არის. კომპანია ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციითა და კოორდინაციით, მაშინ განაახლებენ ფრენებს, როცა, რეგულაციები ამის შესაძლებლობას მისცემთ.

“WizzAir მზად არის, განაახლოს ფრენები, როგორც კი მიღებული რეგულაციები მოგვცემს ამის საშუალებას.

ქუთაისი-რიგის მიმართულებით ფრენები განახლდება 4 ოქტომბრიდან — ბილეთები უკვე შეგიძლიათ დაჯავშნოთ wizzair.com–ზე ან ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის საშუალებით. Wizz Air დროულად აცნობებს მგზავრებს ნებისმიერი სხვა მიმართულებით ფრენების განახლების შესახებ”,– წერია განცხადებაში.

დღეს, 17 სექტემბერს პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ეს არის პირდაპირი ტენდენცია, რათა “გონივრულად და ფრთხილად ამოძრავდეს ეკონომიკა”.

მისივე განცხადებით, ფრენები პირველი ოქტომბრიდან აღდგება და კვირაში ერთი რეისი შესრულდება.