“მზად ვართ, ჩავერთოთ მონიტორინგში“–იციკ მოშე საქართველოს მოქალაქეების ისრაელში დასაქმებას მიესალმება

საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე მიესალმება ისრაელსა და საქართველოს შორის ორმხრივ შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე პერსონალად დროებითი დასაქმების შესახებ.

იციკ მოშეს თქმით, საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც წლების წინ საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურად დასაქმების ინიციატივით გამოვიდა. ახლა, ამ შეთანხმების გაფორმების შემდეგ მთავარია,  გადასახადის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს არ უნდა მოუწიოს დაწესებული ლიმიტს ზევით თანხის გადახდა.

“ჩვენ, როგორც მესამე სექტორი, მზად ვართ, ოფიციალურ უწყებებთან ერთად, ჩავერთოთ პროცესის მონიტორინგში.“– ამბობს ის.

გუშინ იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ, გაბი აშკენაზსა და საქართველოს ელჩს ისრაელში, ლაშა ჟვანიას მიერ ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დამხმარე პერსონალად დროებითი დასაქმების შესახებ.