მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს ქუთაისში ჩართვის აპარატი და კამერა გასტაცეს

“მთავარი არხის” ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩბერაძესა და გადამღებ ჯგუფს ქუთაისში არხის კუთვნილი ტექნიკა გასტაცეს.

“ოპერატორის თვალწინ აპარატურა გაიტაცეს. უცნობმა პირმა ელვისებური სისწრაფით მანქანიდან ტელევიზიის კუთვნილი ჩართვის აპარატი და კამერა წაიღო. ოპერატორი მათ გაეკიდა – ორნი იყვნენ. ახლა სადაც ვიმყოფებით, გარშემო ტყეცაა და გამტაცებელი მალე შეძლებს მიმალვას.”, – ამბობს ირაკლი ვაჩიბერაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.