“მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის“–ნიკა გვარამია

მთავარი არხის დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დაწერა, რომ ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მთავარი არხი პოლიციასთან თანამშრომლობდა და დეტალებს ხვალ გაასაჯაროებს:

“ყველაფერი ვიცით: ვინ, სად, რა და როდის. დღეს მთელი დღეა ვთანამშრომლობთ პოლიციასთან, ჩვენგან გაიგეს ყველაფერი, აზრზე არ იყვნენ არაფრის. როგორ მიმდინარეობს ეს ყველაფერი ამ მომენტისთვისაც, ესეც ვიცით.

ამ ყველაფერზე დღეს არ ვისაუბრეთ საჯაროდ, პოლიციის თხოვნით. ანგარიში გავუწიეთ საჯარო ინტერესს. ხვალ აუცილებლად ყველაფერს გავასაჯაროებთ და იმედია, მადლობას თუ არ გადაგვიხდის, ბოდიშს მაინც მოგვიხდის საქართველოს ხელისუფლება.

დროებით, ხვალამდე.“– წერს ნიკა გვარამია.