მივესალმებით პოლიტიკური ლიდერების მოწოდებებს დიალოგისკენ – ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიესალმება პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ.

“მივესალმებით პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ მოწოდებებს დიალოგისკენ, გადაიჭრას არსებული გამოუვალი მდგომარეობა და გამყარდეს დემოკრატიული დღის წესრიგი. ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ს საელჩო კვლავ მზად არიან მხარდაჭერისთვის.” – წერს ჰარცელი ტვიტერზე.