მინდა დავამშვიდო აბიტურიენტები, პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პირბადე აბიტურიენტებზე უარყოფითად არ იმოქმედებს.

“მინდა დავამშვიდო ყველა აბიტურიენტი, თუ არ ვცდები წელს 55 ათასი აბიტურიენტი იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომ პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედეს. არც მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არც მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე გამოდის ჩაბარების პროცესში. პირბადე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამცავი საშუალება”,- თქვა გამყრელიძემ პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, მთელ მსოფლიოში გამოცდებს პირბადით აბარებენ.

“სოციალურ ქსელში ნახავდით, კორეაში როგორ აბარებენ გამოცდებს. ყველგან, მთელ მსოფლიოში გამოცდები მიმდინარეობს პირბადეების ხმარებით. არა, ბატონებო, არავითარი საშიშროება ამაში არ გახლავთ. არის ძალიან იშვიათი გამონაკლისი, თუ ადამიანს აქვს დაავადებები, რაც ახალგაზრდებში არ არის, რის გამოც ექიმმა შეიძლება მისცეს რჩევა, რომ პირბადე შეიძლება იყოს რისკის შემცველი”,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

ცნობისთვის, აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული ამბობს, გამოცდებზე გამოსაცდელებისთვის სავალდებულოდ პირბადის გაკეთება არაჰუმანური გადაწყვეტილებაა. 

მისი თქმით, ნიღაბი შესუნთქულ ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაციას ამცირებს, რაც დეჰიდრატაციას იწვევს, ეს კი – გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენის დაქვეითებასა და გონების დაკარგვას.