მისი პოზიცია ბიძინას ტელევიზიებისას დაემთხვა – უგულავა ჩერგოლეიშვილს პასუხობს

”მისი პოზიცია ბიძინას ტელევიზიებისას დაემთხვა” – ასე პასუხობს, “ევროპული საქართველოს” ყოფილი ლიდერი გიგი უგულავა “ტაბულას” დამფუძნებლს და რედაქტორს თამარ ჩერგოლეიშვილს.

“სასაცილო, სამწუხაროდ, არის ის, რომ მისი პოზიცია დაემთხვა ბიძინას ტელევიზიების პოზიციას, ეტყობა, რაღაცნაირად, ფსკერი საერთოა, კედლების გარეშე. კომენტარადაც არ ღირს, სასაცილოა და ბრიყვულია. რა კონსპირაციას ვქმნით აქედან – მე და მიშა შევეკარით და პარტია დარჩა მიშას? რომელიმე ვგევართ ეგეთ ალტრუისტს? სასაცილოა”, – თქვა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, პარტიის ლიდერების – დავით ბაქრაძის, გიგი უგულავას, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებების შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილმა მათი პოზიციები უკრაინაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა და “ფეისბუქზე” დაწერა: “რა ლ’ამაზი “განახლების გეგმა” დადებულა კიევში”