მისი სიტყვა ალმასივით მჭრელია და გულიდან ამომავალი – ილია II ამაშუკელზე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ რეზო ამაშუკელს დაბადების დღე მიულოცა. პატრიარქის წერილს პოეტი ავრცელებს.

“ბატონ რევაზ ამაშუკელის დაბადებიდან 85 წლისთავის გამო.

ღვთისა და მამულისთვის მსახურება ყოველთვის უმთავრესი თემა იყო ქართულ მწერლობაში. ბატონ რევაზ ამაშუკელის შემოქმედებაშიც ეს მიმართულება არის ძირითადი და, ამასთან, მეტად ორიგინალურად წარმოდგენილი. მისი სიტყვა ალმასივით მჭრელია და გულიდან ამომავალი.

დაბადების საიუბილეო თარიღს ვულოცავთ დიდ პოეტს და შევთხოვთ უფალს, მოჰმადლოს ჯანმრთელობა, მრავალჟამიერი სიცოცხლე და შემდგომშიც ნაყოფიერი მოღვაწეობა სამშობლოს საკეთილდღეოდ.

სიყვარულითა და პატივისცემით,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”,– წერია პატრიარქის წერილში.