მისცენ სწორი ჩვენებები.. მერე ხვეწნას დაიწყებენ და აღარავის დააინტერესებს – მირიან ნიკოლაძე დაკავებულებს აფრთხილებს

“მისცენ სწორი ჩვენებები.. მერე ხვეწნას დაიწყებენ და მერე აღარავის აინტერესებდეს”- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა და შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებს სწორი ჩვენების მისაცემად მოუწოდა.  როგორც ნიკოლაძე აცხადებს, მან ზუსტად იცის, ვინ არიან ის პირები, რომლებიც 19 წლის ფეხბურეთელს გამოეკიდნენ და დაკავებულებს აფრთხილებს რომ ნიადაგმცოდნეობის ექსპერტიზით შესაძლებელია დაუდგინდეთ მკვლელებს იმ ნიადაგზე გავლის ფაქტი.

ნიადაგმცოდნეობის ექსპერტიზით შესაძლებელია დაუდგინდეთ მკვლელებს იმ ნიადაგზე გავლის ფაქტი. ამოღებული ნიმუშები შედარდება მათი ფეხსაცმლიდან აღებულ ნიმუშებს. დაგეგმილია ასევე კიდევ რამოდენიმე ექსპერტიზა, რაზეც ახლა არ მინდა საუბარი.აქედან გამომდინარე, ის, რომ ახლა ჩვენ მხოლოდ ჩვენებებზე ვართ დამოკიდებული და ამ საქმის ფიგურანტები თუ ხმას არ ამოიღებენ ვერაფერი გაირკვევა, ცდებიან.მე ისინი გავაფრთხილე, ისე მოუწევთ პასუხისგება, რომ მერე ხვეწნას დაიწყებენ და მერე შეიძლება აღარავის აღარ აინტერესებდეს. ამიტომ ვამბობ, ახლავე მისცენ სწორი ჩვენებები“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.