მიღებულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია – ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზეა მიწვეული, ადასტურებს, რომ საქართველოს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

“ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო არის მიწვეული ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში უაღრესად მნიშვნელივანი ადგილი უკავია და ამას მიანიშნებს ასევე ის განხილული თემები, რომელიც გუშინ განვიხილეთ ნატოელ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ მნიშვნელივანი ხელშესახები შედეგით დავბრუნდით ნატო-ს მინისტერიალიდან. მოგეხსენებათ, გუშინ იქნა მიღებული ნატო – საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია. 2014 წელს მიიღო საქართველომ უელსის სამიტზე ნატო-ს არსებითი პაკეტი, რომელიც 14 პროგრამისგან შედგებოდა. პროგრამების რაოდენობა კიდევ სამით გაიზარდა და მნიშვნელოვნად გაძლიერდა კომპონენტები, რომელიც არის ამ არსებითი პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არსებთი პაკეტი მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, გვაახლოვებს ნატო-ს წევრობასთან და მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს პრაქტიკული ინსტრუმენტების გაძლიერების თვალსაზირისით.

გუშინდელ შეხვედრაზე თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთხმად აღიარა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და ნატო-ში ინტეგრაციის გზა მოიცავს როგორც თავდაცვის სფეროში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს ისე პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით არსებულ რეფორმებს და ეს იყო კიდევ ერთი აღირება იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ევროატლატიკური ინტეგრაციის გზაზე”,- განაცხადა ზალკალიანმა.