“მიშამ დამარწმუნა, რომ ახლა ბრძოლის ხაზი გადის 2020 წლის არჩევნებზე” – ნანუკა ჟორჟოლიანი

სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაარწმუნა, რომ ბრძოლის ხაზი საპარლამენტო არჩევნებზე გადის.

“მიშამ ძაან დამარწმუნა, რომ ახლა მთავარი ბრძოლის ხაზი გადის 2020 წლის არჩევნებზე და მეც ასე მგონია. ახლა უმრავლესობით ოპოზიცია უნდა მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში. ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ უნდა ჰქონდეს ქართულ ოცნებას”,- ამბობს ჟორჟოლიანი მთავარ არხთან.

ტელეწმყვანი აღნიშნავს, რომ გაიხსნება ნანუკას შტაბებიც. რაც შეეხება დევი ჭანკოტაძეს რომელიც მის დასახელებამდე  სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრებოდა, ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ოპოზიციამ წარადგინა ის, ვისზეც ჩათვალა, რომ გამარჯვების მეტი შანსი აქვს.

“კვლვებმა აჩვენა რომ შანსები შეუმცირდა გაერთიანებულ ოპოზიციას და ჩათვალეს, რომ ვისაც მეტი შანსი ექნება ის დააყენეს, ბუნებრივი პოლიტიკური პროცესია”,- თქვა ჟორჟოლიანმა.

ენმ-მ და ძალა ერთობაშიამ ნანუკა ჟორჟოლიანი მაჟორიტარობის კანდიდატად გუშინ დაასახელა.