მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი “განქოცდეს” – დეკანოიძე ოქრიაშვილზე

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და ისანში მაჟორიტარობის კანდიდატი ისანში, ხატია დეკანოიძე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, კახა ოქრიაშვილის “ძალა ერთობაშიასთან” გაერთიანებას ეხმიანება. მისი თქმით, ოქრიაშვილი თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი “განქოცდეს“.

“ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ძალიან შორს არის ბატონი ოქრიაშვილი იდეოლოგიურად. დისკომფორტი არ მაქვს-მეთქი ვერ ვიტყვი, ეს არ არის ასე. რომ გითხრათ, რომ იდეოლოგირადაც ერთნი ვართ, ესეც არ იქნება განსაკუთრებული განცხადება ჩემგან. იმასაც ვერ გეტყვით, რომ რაღაც ღირებულებებს შეიძლება ვიზიარებდე.

ბატონ ოქრიაშვილს აქვს იმის შესაძლებლობა, და ის, როგორც ჩანს, დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში რეგიონში, იყოს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, შეიძლება არ იყოს კორექტული ამის თქმა, “განქოცდეს” და ჩამოსცილდეს იმ მძიმე რეჟიმს, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილზე ჩამოკონწიალებული ადამიანები.

იდეოლოგიური სხვაობა ყველა პარტიას შორის არის, ჩემთვის დისკომფორტია ნამდვილად. მე ჩემი ამოცანა მაქვს, ჩვენ ჩვენი ამოცანა გვაქვს და პარტიაში ხომ არ შემოსულა?!” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს კახა ოქრიაშვილის მიერ დაარსებული პარტია “პროგრესი და თავისუფლება” გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკს ძალა ერთობაშიას შეუერთდა.

კახა ოქრიაშვილი დმანისი-წალკა-ბოლნისი-თეთრიწყაროს ოლქში კენჭს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატად იყრის.