მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან – თალაკვაძე

“მოვა დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან “- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ძალიან მალე მოვა ის დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებსაც შექმნიან. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

“დღეს განიხილება რეგლამენტში ცვლილებები, მოგეხსენებათ ამასთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია. არგუმენტაცია ამ ცვლილებების გარშემო არის ის, რომ იმ ფონზე, როდესაც კიდევ უფრო მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი ერთვება საპარლამენტო პროცესში, მაქსიმალურად მათ მიეცეთ საშუალება, რომ გამოიყენონ ის საპარლამენტო ინსტრუმენტები, რომელიც რეგლამენტით აქვთ მიცემული ოპოზიციურ ფრაქციებს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან მალე მოვა ის დრო, როცა ოპოზიციური ჯგუფები ფრაქციებსაც შექმნიან საქართველოს პარლამენტში”, — განაცხადა თალაკვაძემ.