მოვითხოვთ, რომ ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაატოვებინონ – “ლელო”

“მოვითხოვთ, რომ ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა დაატოვებინონ “- ამის შესახებ ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში, სადაც ვიცე- სპიკერ გია ვოლსკის მიერ აქციის მონაწილეების მისამართით უხამს ჟესტს ეხმაურებიან.

“„ლელო” კატეგორიულად გმობს ამ უღირს საქციელს. ვოლსკიმ დღეს შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ იქ მდგომ ახალგაზრდებს, არამედ მთელ საზოგადოებას და ასევე იმ ინსტიტუციას, რომელსაც ის წარმოადგენს – არჩევით ორგანოს – საქართველოს პარლამენტს.კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა პარტიამ, მიიღოს სათანადო ზომები და დაატოვებინოს გია ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა; სხვა შემთხვევაში მის მოქმედებაზე პასუხისმგებლობის გაიზიარება მოუწევს პარტია „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში წარმოდგენილ თითოეულ დეპუტატს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები ოცნების ოფისთან აქცია გამართეს. ისინი დეპუტატ გია ვოლსკის შეძახილებით “მონა, მონა” შეხვდნენ, რის შემდეგაც მან ახალგაზრდებს შეურაცხმყოფელი ჟესტით უპასუხა.

გია ვოლსკის ჟესტი სამოქალაქო აქტივისტებს (ვიდეო)