მოვუწოდებ უმრავლესობას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება -ზურაბიშვილი

“მოვუწოდებ უმრავლესობას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება”- საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მმართველ პარტიას მოუწოდა, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის “ნაადრევი გადაწყვეტილება” და ოპოზიციას “სწორი გადაწყვეტილების” მისაღებად მისცეს დრო.

“მინდა დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებისკენ, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი. ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს. უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ესაა ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი”, – განაცხადა პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ, საზოგადოებისადმი მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ხვალ 2 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, პლენარული სხდომის ერთადერთი საკითხი კი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება