“მოვუწოდებ ქრისტიანულ სამყაროს ვილოცოთ კავკასიისთვის“– რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ საკვირაო ქადაგებაში ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტზე ისაუბრა და  კავკასიას მშვიდობისაკენ მოუწოდა. რომის პაპი  სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს მონახონ “კეთილმოსურნე და ძმური გზა” კონფლიქტის განსამუხტად.

კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თქმით, საჭიროა ლიდერებმა გამოიყენონ დიალოგი და მოლაპარაკებები და არა ძალა და შეიარაღება. ქადაგების დასასრულს, პაპმა ყველა ქრისტიანს მოუწოდა, ილოცონ მასთან ერთად კავკასიის მშვიდობისათვის.

დღეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები განაახლეს. ამ დროისთვის დაღუპულია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და 10 სომეხი ჯარისკაცი.