“მომეცი, წავიყვან”- რუსთავის მერი აქციის მონაწილეს, რომელმაც იკითხა, რა აჭამოს შვილს

მომეცი, მომე, ჩემთან წავიყვან სახლში –  ასე უპასუხა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელმაც იკითხა რა აჭამოს შვილს რადგან შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.

“რა ვაჭამო ბავშვს, წაიყვანე სახლში და აჭამე” – მიმართა  გარემოვაჭრემ რუსთავის მერს.

“მომეცი, მომე და წავიყვან ჩემთან, სახლში”, – უპასუხა ქალაქის მერმა.

რუსთავში გარემოვაჭრეების აქციაზე რუსთავის მერს ე.წ. სტამბულის ბაზართან შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ.