შენგანვე მოპარული პარლამენტით რატო ტაქსაობ?! – გაბუნიამ პირდაპირ ეთერში ელისაშვილს დაურეკა (ვიდეო)

მთავარი არხზე “პოსტ ფაქტუმის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ალეკო ელისაშვილს პირდაპირ ეთერში მობილურის ნომერზე დაურეკა, თუმცა ვერ დაუკავშირდა.

“აბა, გისმენთო, ეს არის? ალეკოს ვურეკავდი, ელისაშვილს. რჩევა მინდოდა მეკითხა ალეკოსთვის, მაგრამ ნახეთ რომ მიუწვდომელია, რანაირად უკითხავს მაგას ხალხი”,– ამბობს გაბუნია.

გაბუნია ელისაშვილის პარლამენტში წასვლას ადარებს შემთხვევას, როდესაც მეზობელმა მანქანა მოგპარა, ვერ ამტკიცებ რომ ნამდვილად ასე მოხდა, ამიტომ მას ვერ იბრუნებ, შემდეგ კი ქურდი მეზობელი ამ ავტომობილით ტაქსაობას გთავაზობს.