IRI-ის კვლევის მიხედვით ინსტიტუტებს შორის ქართული ჯარი, საპატრიარქო და მედია ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური კვლევის შედეგები  გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებრივ–პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს ეხება. კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმეტესობა ქართული ჯარის, საპატრიარქოს და მედიის მიმართაა კეთილგანწყობილი.

ლურჯი ფერი ნიშნავს მოწონებას, მელნისფერი– უარყოფით დამოკიდებულებას, ცისფერი ნიშნავს იმას, რომ ამ პერსონის შესახებ გამოკითხულს არაფერი სმენია, ნაცრისფერი კი ნიშნავს პასუხს – არ ვიცი/არ მაქვს პასუხი.

როგორ შეაფასებთ ჩამოთვლილი ინსტიტუციების მუშაობას?

ქართული ჯარი – კეთილგანწყობილია 89%

ნეგატიური პასუხი – 8%

არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა – 4%

საქართველოს საპატრიარქო – კეთილგანწყობილია 85%

ნეგატიური პასუხი – 11%

არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა – 4%

ქართული მედია – კეთილგანწყობილია 71%;

ნეგატიური პასუხი – 26%

არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა – 4%

იუსტიციის სახლი – კეთილგანწყობილია 65%

ნეგატიური პასუხი – 26%

არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა – 9%

პოლიცია – კეთილგანწყობილია 62%

ნეგატიური პასუხი – 33%

არ ვიცი/არ მინდა პასუხის გაცემა – 5%

კვლევა IRI-ს კვლევების და გამოკითხვების ცენტრის სახელით დოქტორმა რასა ალიკაუსკენემ  2020 წლის 4 ივნისისა და 2 ივლისის პერიოდში, ჩაატარა Baltic Surveys / The Gallup Organization– დან. საველე სამუშაოები კვლევებისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა სტარტიფიცირებული მრავალსაფეხურიანი ალბათობითი შერჩევის, სახლში ჩატარებული პირისპირ ინტერვიუს გზით. მონაწილეობდა 1500 საარჩევნო ხმის უფლების მქონე  რესპოდენტი, რომელთა ასაკი 18 წელი და მეტია. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლებული პუნქტის ზომის მიხედვით. ცდომილება პლუს/მინუს 2.5%–ს შეადგენს, პასუხების პროცენტი კი 66%–ს. კვლევა ჩატარდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.