მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელია – ცქიტიშვილი შობის ღამის გამონაკლისზე

მთავრობის მიერ დაწესებული შობის ღამეს, 6-7 იანვარს იხსნება, როცა დღესასწაულს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს.

ვიცეპრემიერის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, გამონაკლისი მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაზე იმიტომ დაუშვეს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მართლმადიდებელია.

“პირველი, მე მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ ჩვენი მოსახლეობის ძირითადი და უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი საზოგადოება, სწორედ ამის გათვალისწინებით, ჩვენი უქმე დღეებიც, როგორც შობა, ისევე სხვა ბევრი უქმე დღე არის დაკავშირებული უშუალოდ მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებთან. ამ შემთხვევაშიც, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არის მართლმადიდებელი და აღნიშნავს შობას 6-დან 7 იანვარს, ამიტომ ეს შეზღუდვა იყო აღებული გამონაკლისი.

რაც შეეხება სხვა კონფესიებს, რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად გავითვალისწინებთ ამ კონფესიების ინტერესებს, როგორც ვაკეთებდით მანამდეც, როგორც ბევრად უფრო მკაცრი გადაადგილების შეზღუდვის დროს, რომელიც ჩვენ გვქონდა გაზაფხულზე, მაშინაც, როგორ რელიგიის სააგენტო, ასევე, საკოორდინაციო შტაბი, ძალიან მჭიდრო კონტაქტში ვიყავით ყველა ამ კონფესიის წარმომადგენელთან და უშუალოდ საკოორდინაციო საბჭოს მეშვეობით გაცემული საშვებით ხდებოდა ამ ადამიანებისთვის იმ უფლების დაცვა, რომელიც აქვთ, რომ აღნიშნონ თავისი რელიგიური დღესასწაული იმ დღეებში, როდესაც ეს არის მათი რელიგიის გათვალისწინებით”, – თქვა მაია ცქიტიშვილიმა.