მოძრაობა “სირცხვილია” ბათუმში კომენდანტის საათს არღვევს

მოძრაობა “სირცხვილია” ბათუმში კომენდანტის საათს არღვევს. მსვლელობა, ცოტახნისწინ დაიწყო, აქტივისტები, ”სირცხვილიას” ოფისიდან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოსკენ მიდიან. ისინი, ქვეყანაში არსებულ ე.წ. კომენდანტის საათსა და ფიზიკურ ძალადობას აპროტეტებენ. “სირცხვილიას” განმარტებით, გადაადგილების შეზღუდვას ხელისუფლება პოლიტიკურ იარაღად იყენებს.

ცნობისთვის, 3  აპრილს როდესაც, მოძრაობა “სირცხვილია” თბილისში, აქციას მართავდა, ბათუმში მათ ოფისთან 3 აქტივისტი დააკავეს. მათ ედავებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლის დარღვევას რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.