მსახიობი კრისტოფერ პალმერი გარდაიცვალა

“მუსიკის ჰანგების ვარსკვლავი”,  კრისტოფერ პალმერი 91 ასაკში გარდაიცვალა.

კანადელი მსახიობი კრისტოფერ პლამერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კრისტოფერ პლამერმა სახელი გაითქვა ლეგენდარულ ფილმ “მუსიკის ჰანგებში” შესრულებული კაპიტანი ფონ ტრაპის როლით.

2010 წელს პლამერმა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ოსკარი მიიღო ფილმ “დამწყებებში” შესრულებული როლისთვის.

პლამერი იყო ემმის, ტონის, ოქროს გლობუსისა და BAFTAს ჯილდოების მფლობელი. მონაწილეობა მიღებული აქვს ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: “ბრწყინვალე გონება”, “დოქტორ პარნასის წარმოსახვა”, “ეროვნული საგანძური” და სხვა.