მსოფლიოს დაავიწყდა, რომ რუსი ჯარისკაცები არალეგალურად რჩებიან საქართველოშიც – მაიკლ მაკფოლი

”როგორც ჩანს, მსოფლიოს დაავიწყდა, რომ რუსი ჯარისკაცები არალეგალურად რჩებიან საქართველოში”- ამის შესახებ რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი Twitter-ზე წერს რითიც,  აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ევროპული ტურნეს ეხმაურება.

” 2011 წელს, პუტინთან ბოლო შეხვედრაზე, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააკრიტიკა. იმედი მაქვს რომ იგივეს გაიმეორებს მომავალ კვირაშიც. როგორც ჩანს, მსოფლიოს დაავიწყდა, რომ რუსი ჯარისკაცები არალეგალურად რჩებიან არამხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც (და მოლდოვაშიც)” – წერს მაიკლ მაკფოლი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინაუგურაციის შემდეგ პირველ უცხოურ ტურნეს დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით დაიწყებს და რუსეთის პრეზიდენტთან,  ვლადიმირ პუტინთან შეხვედრით დაამთავრებს. ისინი ერთმანეთს 16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან.